პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარების განმუხტვის მიუხედავად მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები მაინც გრძელდება.
პოლონეთი ყოველდღიურად საზღვრის დარღვევის ათობით ფაქტის შესახებ იუწყება. ევროკავშირი კრიზისის შექმნაში ბელარუსის ხელისუფლებას სდებს ბრალს და მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან მიგრანტების ხელშეწყობის გამო საზღვრის და საკომუნიკაციო ქსელების ჩაკეტვით იმუქრება პოლონეთიც. ბელარუსში კი ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ და ევროკავშირისგან დაპირებების შესრულებას ელიან.
პარალელურად, მიგრაციული კრიზისის საფრთხეზე მიანიშნებენ უკრაინაშიც. ოფიციალური კიევი ბელარუსის საზღვარზე შესაბამისი ძალების რაოდენობას ზრდის.