პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ხოლო ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა.
საუბარია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ სიმონ წურიაშვილზე, რომელიც ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრი იყო და 2008 წელს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ახალი გამოძიების პოცესშო დადგინდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს და მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. პროკურატურის მიმართვისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდა ორ მოქალაქეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მითითებით ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა დოკუმენტაცია გააყალბა, რომლის საფუძველზეც მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს ბალანსზე აღმოჩნდა.