მთავრობის გადაწყვეტილება

ფერმერებს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების შეძენა 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავარი ამოცანაა, რომ არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა. ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოში დაახლოებით 2 000-მდე მოიჯარეა.