საოკუპაციო რეჟიმის მერ დაკავებული ქართველი ექიმი ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება. 27-ე დღეა, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია და მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.
ექიმის ოჯახი ე.წ. სასამართლოს დანიშვნას ელოდება, თუმცა როდის დაინიშნება სასამართლო ამის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. დაკავებული ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს. რამდენიმე დღის წინ, ვაჟა გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, ოჯახს წერილი გამოუგზავნა, სადაც წერდა, რომ ნორმალურ პირობებში იმყოფება.