უკანონო ნადირობის ფაქტები და რეგულაცია

როგორ უნდა მოგვარდეს უკანონო ნადირობის პრობლემა – უკვე არსებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, აქტიურ სეზონზე ბრაკონიერობის ფაქტების რაოდენობა ისევ საგანგაშოა. კანონდარღვევებზე მაღალია ჯარიმებიც, თუმცა ნადირობის მოყვარულთა ნაწილისთვის შემაკავებელ ფაქტორს არც ფულადი სანქციები წარმოადგენს. ამ ფონზე სპეციალისტები და გარემოს დამცველები გამოსავალს ნადირობის სწორ მენეჯმენტში ხედავენ და პროცესში მონადირეების აქტიურ ჩართულობაზე ამახვილებენ ყურადღებას. უკვე მზად არის საკანონმდებლო პაკეტიც, რომელმაც ბრაკონიერობის ფაქტები მინიმუმამდე უნდა შეამციროს.