თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა დილით, გამთენიისას დაიწყო. ნგრევის დროს მეპატრონეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. დანგრეული სახლების უმეტესობა დაუსრულებელი იყო და მათში არავინ ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი მერიისგან გაფრთხილებულები იყვნენ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით და რამდენიმედღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული, რომ თავად განეხორციელებინათ დემონტაჟი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.