ხმაური ორხევის დასახლებაში

ხმაურია ამილახვარის ქუჩის მიმდებარედ – ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. მობილიზებულია პოლიცია. მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ საცხოვრებლები ნებართვის გარეშე ააშენეს და დემონტაჟის შესახებაც გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ სახლების დანგრევის უფლება არ აქვთ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.