ხმაური ბათუმში

ხმაური იყო ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე. მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ თევზით, კონკრეტულად კი ქაფშიით მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა. შეკრებილების განცხადებით, ალტერნატიულ ტერიტორიაზე, სადაც გადაყვანა შესთავაზეს, მაღალი გადასახადია, რასაც ვერ იხდიან. მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მათ შეტყობინებები მიიღეს ადგილობრივებისგან ანტისანიტარიასთან დაკავშირებით.