საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია – საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. საზღვრის გავლება დღეს სოფელ ხურვალეთთან დაიწყეს. ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ქმედებებს გმობს და ყველა ბერკეტს იყენებს. გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, ქართული მხარე დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის, რომელებიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით მომდევნო კვირაში ეწვევიან.
ლიკა ალელიშვილის სიუჟეტი.