საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი ინსტალაცია ქარელის მუნიციპალიტეტში დაამონტაჟეს. ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან საგუშაგო ჯიხური ჩადგეს და მავთულხლართები განაახლეს. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც.
ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება სოფელ ატოცში და არსებული სიტუაციის შესახებ ახლა ნინო ფისაძე ისაუბრებს.