უკანონო ინსტალაცია ხურვალეთთან

საოკუპაციო ხაზთან ისევ გრძელდება უკანონო კონსტრუქციის მშენებლობა. ეს უკვე მესამე ინსტალაციაა სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ, სათვალთვალოდ იქნება გამოყენებული. კონსტრუქციის ადგილზე ამ ეტაპზე არ არის გავლებული მავთულხლართები, დამონტაჟებულია მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე იქნება განხილული.