სოფელ მეჯვრისხევიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება იარაღის მუქარით მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გასროლის ხმაც გაიგეს. ვალერი ჯოხაძის ოჯახის წევრების ცნობით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მიღება სჭირდება.
საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ განცხადება სუს-მაც გაავრცელა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.