პარლამენტში ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხი განიხილეს. დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი იპოთეკური სესხების გამო გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესებას საკანონმდებლო ცვლილებებამდე ითხოვს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ.