უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურება

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ჩართულობით, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენცია იმართება თბილისში. არასამთავრობო ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად შექმნა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სახელმწიფო სტანდარტები, რომლის ელემენტებიც შვიდ მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში დაინერგა.

კონფერენციაზე განიხილეს მიღებული გამოცდილება და შედეგები, სოციალური მომსახურების სფეროში არსებული საჭიროებები და ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივები. ღონისძიების ფარგლებში, სფეროში ჩართულმა მხარეებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებას გულისხმობს.