უფასო ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ემსახურებიან. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეებში სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ავტობუსები დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მუნიციპალურ ტრანსპორტს მოქალაქეები მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, საბურთალოს, კუკიის, ვერის, ღრმაღელის, მახათას, თბილისის ზღვისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაჰყავს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ და სადგურის მოედანი.