ისტორიული სარაგბო შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის. ბორჯღალოსნები პირველად შეხვდნენ უელსელ დრაკონებს.
მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 13:6 დასრულდა. უელსისა და საქართველოს ტესტ-მატჩის შემდეგ, ბრიტანული პრესა წერდა, რომ საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ექვსი ერის ტურნირს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზუსტად იგივე შემადგენლობით დაიწყო მატჩი, როგორც ერთი კვირის წინ, კანადის ნაკრების წინააღმდეგ. უელსის მწვრთნელმა კი ერთბაშად 14 ახალი მოთამაშე გაიყვანა მოედანზე. უელსმა აქტიურად დაიწყო, თუმცა, პირველი ლელო მხოლოდ მე-18 წუთზე დადო. თამაში ნაკრებების მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე შეაფასეს.