უცხოური ინვესტიციები

დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35,5 %-ით შემცირდა. მთლიანობაში, შარშან, საქართველოში უცხოელმა ინვესტორებმა მილიარდ 265 მილიონი დოლარი შემოიტანეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ასახელებს. ასევე, უწყების განმარტებით, უცხოური ინვესტიციით შექმნილი რამდენიმე კომპანია საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადავიდა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 246 მილიონი დოლარით, მეორეზე – ნიდერლანდები 208 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 179 მილიონი დოლარით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა.