აჭარის მთავრობის სხდომა

2022 წელი შეაჯამა დღეს თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე. მისი განცხადებით, 9 თვის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეგიონში 106.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, პრივატიზების შედეგად კი 120 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. 11 პროცენტით გაიზარდა აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიც და 535 549 400 ლარს მიაღწია. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ასევე იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მომავალი წლისთვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.