ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე გამოკითხვები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
უკვე 28 საათია, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან თბილისის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი და კომპანია „გრინსერვის-პლიუსის“ დამფუძნებელი. ადგილზე რჩებიან ამავე კომპანიის თანამშრომლებიც. სწორედ „გრინსერვის-პლიუსმა“ ჩაატარა ტენდერში გამარჯვების შემდეგ ვაკის პარკის შადრევნის და მცირე კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ბრალი არც ერთ პირს აქვს წაყენებული. მტკიცებულებების არ არსებობის არგუმენტით ბრალის წარდგენას არ ელოდება „გრინსერვის-პლიუსის“ დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. ძიების ფარგლებში დაგეგმილია საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთა, ასევე მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლების დაკითხვაც, რომლებიც სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ატარებენ.
თეონა ხუბულავა ადევნებს დილიდან თვალს გამოკითხვის პროცესს.