მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ახალი გარემოებები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში.

რეზონანსული აღმოჩნდა იმ კომპანიის დირექტორის ჩვენება, რომელმაც შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი მოამზადა.

ენემსის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტი ელექტრო ტუმბების დამონტაჟებას შადრევნის გარეთ ითვალისწინებდა. ახლა გამოძიება იკვლევს, ვინ შეიტანა პროექტში ცვლილებები, რის შედეგადაც ტუმბოები შადრევნის შიგნით აღმოჩნდა. თუმცა, ბრალდების მხარის მოწმის დღევანდელ ჩვენებას არ ენდობა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემრსულებელი კომპანია „გრინსერვისის“ დამფუძნებელი, რომელიც გაყალბების გამოსარიცხად „ენემსის“ პროექტზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასამართლო პროცესი დღესაც ხმაურიანი აღმოჩნდა. ლაშა ფურცვხანიძე დარბაზიდან გააძევეს.