მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის განხილვა გრძელდება. დილიდან იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. იგეგმება გამომძიებლებისა და სამედიცინო ექსპერტების მოსმენაც. ადვოკატების ცნობით, გამომძიებლებმა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დარღვევით ჩაატარეს და მოწმეებთან სწორედ ამ მიმართულებით ექნებათ კითხვები. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ საქმის მოსამართლე ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაინიშნოს სასამართლო სხდომები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.