მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს სარეაბილიტაციო პროექტის ავტორს, შალვა ქურიძეს დაცვის მხარე დაკითხავს. ადვოკატების განცხადებით, მოწმესთან არაერთი დამაზუსტებელი კითხვა ექნებათ. პროკურორის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვით დასტურდება დაკავებული პირების ბრალეულობა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.