ვაკის პარკში, ტრაგედიას 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდებს თამაშის დროს ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, დაშავდა სამი მოზარდი. ერთი გოგონა კლინიკაში დაიღუპა, ერთი მოზარდის მდგომარეობა ექიმების შეფასებით ამ დრომდე მძიმეა, მესამე დაშავებული კი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან სახლში გაწერეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან მერიის და იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ.
როგორია საავადმყოფოში მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში – თათია ტაბეშაძე მუშაობს თემაზე.