ტყიბულში, ახალსოფლის წყალსაცავში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ საწირეს მკვიდრი საბანაოდ ნათესავთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა კი ურეკში დღეს დილით მოხდა. ზღვაში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დახმარებას ორი მოზარდი ითხოვდა. მაშველებმა 10 და 16 წლის მოზარდები წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ზღვაში მათთან ერთად კიდევ ერთი – 13 წლის ბავშვიც იყო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.