ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ბაკურიანთან.
ოთა-ოშორის გზაზე, მთის ფერდობზე ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ ერთი ადამიანია მოყოლილი. შემთხვევა დღეს დილით მაშინ მოხდა, როცა მთაზე დამსვენებლების ჯგუფი ბურანებით სეირნობდა. ეს არის ბაკურიანი-ტაბაწყურის მონაკვეთი, სოფელ ციხისჯვრის ტერიტორია. მამაკაცი, რომელიც ზვავმა ქვეშ მოიყოლა, ადგილობრივია. საძიებო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი, სამაშველო ჯგუფები იყენებენ დრონებსაც.
ჩართვა შემთხვევის ადგილიდან – ნინო ფისაძე დეტალებით.