ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“ საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ.
საქართველოში მიღებული დადებითი შეფასებების შემდეგ რეჟისორი ახლა უცხოელი კრიტიკოსების რეაქციას ელოდება. ნამუშევარს ჯერ ფრანგი მაყურებელი შეაფასებს, იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინო ფესტივალი უმასპინძლებს. სურათი, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და ქართულ-ფრანგულ-იტალიური თანაწარმოებია, ნამდვილი ამბებით არის ინსპირირებული. მოქმედება არასრულწლოვან ვაჟთა დაწესებულებაში ვითარდება.
უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი საქართველოს კინო-ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა.