ქართული ფილმის წარმატება ბოსფორის კინოფესტივალზე

ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი აღიარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ფილმმა სახელწოდებით, „დიდი შესვენება“ დავით ფირცხალავას ბოსფორის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოუტანა. კინოსურათი ადამიანურ ურთიერთობებზე და მრავალწლიანი წყენის დაძლევაზეა.

არაერთი წარმატების შემდეგ ფილმი საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. დიდი შესვენება ლოს-ანჯელესში აზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება. ნოემბრის ბოლოს კი გაირკვევა, მოხვდება თუ არა ქართული ფილმი ოსკარის ნომინანტებს შორის.