ძლიერი ქარია დასავლეთ საქართველოში. იმერეთში სტიქიის შედეგად 69 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, წაქცეულია ხეები, რის გამოც, 10 ავტომობილი დაზიანდა. ელექტროენერგია აბონენტების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება, ქუთაისში კი წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა. სოფლებში დაზიანდა სასათბურე მეურნეობები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ფოთშიც ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქალაქის ნაწილს ასევე არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია. სინოპტიკოსების განცხადებით, გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე. ძლიერი ქარი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი ხვალაც, შაბათს კი გამოიდარებს. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც.