კახეთში გამოიდარა, თუმცა თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ამ დრომდე მოქმედებს მსუბუქი მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა. უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ქალაქ თელავს, იქ ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა ჯერ კიდევ არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. თელავის მერიაში ამის მიზეზად დაბალი ტემპერატურისა და ნალექის შედეგად წარმოქმნილ ლიპყინულს ასახელებენ.