უამინდობა გურიაში

ძლიერი წვიმის გამო, ურეკის პოლიციის სამმართველოს ეზო დაიტბორა. სამართალდამცავები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. ასევე, დაიტბორა ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.