სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით სკოლებსა და ბაღებში ტოქსიკური ნივთიერება – ტყვია აღმოვაჩინეთ.
ტყვიის ტესტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიძინეთ, რადგან საქართველოში არც მსგავსი ხელსაწყო იყიდება და უფრო მეტიც, სახელმწიფოში არ არსებობს უწყება, რომელიც კონკრეტულად ტყვიის შემცველობას ამოწმებს. ერთი სიტყვით, ახალი კვირის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი საგანგაშო აღმოჩნდა.
სოფო ზედელაშვილი და გიორგი ბაზერაშვილი გვიჩვენებენ უჩინარ საფრთხეებს ჩვენი შვილების სკოლებსა და ბაღებში.