ჩილე მასშტაბურ სტიქიას ებრძვის.
ტყის ხანძრის მასშტაბები სულ უფრო იზრდება. დამწვარია 8 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 112 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულია ათეულობით მოქალაქე. ცეცხლის კერების შედეგად განადგურდა 1 000-ზე მეტი სახლი. გადარჩენილები სახლების დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ქვეყანაში ორდღიანი გლოვაა. განსაკუთრებით რთული ვითარება დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქებში – ვინა დელ მარში და ვალპარაისოშია.