პროტესტის ახალი ტალღა ტყიბულში.
ძიძიგურის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. მეშახტეები ეჭვობენ, რომ მენეჯმენტი შახტის დახურვას და თანამშრომლების შემცირებას აპირებს, თუმცა ამ ინფორმაციას ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. მოლაპარაკების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულებისთვის მიუღებელია მენეჯმენტის ის წინადადება, რომელიც უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვამდე და არსებული ინფრასტრუქტურის გამოცვლამდე თანამშრომლებისთვის სამუშაო მარშრუტის შეცვლას გულისხმობს.