გორის მოსახლეობა მერობის ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს. 106-ე საარჩევნო უბანზე 113 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატები.
ნინო ფისაძე გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურა.