საბედისწერო აღმოჩნდა ტურისტთა ჯგუფისთვის თუშეთის გზაზე მგზავრობა.
მთიდან მომავალი ველოსიპედისტთა შვიდკაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ხევში გადავარდა და დაიღუპა. მაშველებმა ჰოლანდიელი ტურისტის ცხედარი უკვე ამოიტანეს.
გზა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მონაკვეთად მიიჩნევა. ტრაგედია ამ ადგილზე ორი თვის წინაც დატრიალდა.
ჟანა დიდებაშვილი თუშეთიდან.