თურქეთ–სირიის საზღვარზე ვითარება უცვლელია. თურქეთი სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ აგრძელებს.
საქართველოს პირველი არხის ჯგუფმა საზღვრის დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლის გადაღება მოახერხა. საზღვარზე თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება თურქული არტილერია. სირიიდან სამ კილომეტრში იმყოფება ამ დროისთვის ჩვენი გადამღები ჯგუფი.
რაზე საუბრობს საზღვარზე მცხოვრები მოსახლეობა, – ლიკა ალელიშვილი მუშაობს ადგილზე.