რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – რუსეთის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ოთხი ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქზე რუსმა სამხედროებმა ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის აპარატებით მიიტანეს იერიში. 14 უპილოტო თვითმფრინავიდან 11 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. გარდა ამისა, ოკუპანტებმა ხერსონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ შეტევას ერთდროულად ხუთი მიმართულებით – კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის რაიონებში.