თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში არ შეწყდება, სანამ თურქეთი დასახულ ამოცანებს არ შეასრულებს,- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში გააგზავნეს სირიის არმია.

ქურთი მებრძოლები ამტკიცებენ, რომ ასადის მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, სირიელი ჯარისკაცები საზღვარზე განლაგდებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს დაიცავენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სირიის იმ ნაწილიდან, სადაც სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ამერიკელ ჯარისკაცებს გაიყვანენ. პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციაში თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე მუშაობა უკვე დაწყებულია