თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება
თურქეთის საელჩომ, თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოს და თურქეთის ჰიმნებით გაიხსნა. მიღებაზე თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა მოისმინეს, სადაც მან თურქეთის მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და გაიხსენა თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ, 1923 წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადების ისტორია და მნიშვნელობა. თურქეთის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ელჩები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.