თურქეთის პრეზიდენტის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტი ღაზაში დაღუპულ ადამიანებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ისრაელი ომის დანაშაულებს ჩადის და ის მხოლოდ ერთი პაიკია, რომელსაც დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში გაწირავს. ეს განცხადება ერდოღანმა სტამბულში, პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.