მძევლების საკითხი - მოლაპარაკებები ეგვიპტეში

„ჰამასი“ უარს ამბობს ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც, ისრაელი ეგვიპტეში მოლაპარაკებისთვის ჯგუფს არ გაგზავნის – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. ამასთან, გავრცელებული ცნობით, „ჰამასისგან“ ისრაელს უნდა მიეღო მოთხოვნა, თუ რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაეთავისუფლებინა. კაიროში ახლა „ჰამასის“, კატარისა და აშშ-ის წარმომადგენლები იმყოფებიან და ჯერ-ჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მხარეებს შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკებები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას და „ჰამასის“ პასუხს ელოდებოდა.