ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელა. ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა. ისმაილ ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ ლიდერების სახლებისა და ოჯახების მიზნში ამოღება კიდევ უფრო გააძლიერებს „ჰამასის“ სიმტკიცეს. „ვინც ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების დროს და შეთანხმების მიღწევამდე ჩემი შვილების მიზნად ამოღებით „ჰამასს“აიძულებს უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, ცდება“- განაცხადა ჰანიემ. ამასთან, „ბლუმბერგის“ცნობით, შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გარდაუვალია და შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს.