თურქეთის პრემიერი: სირიაში თურქმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს

სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მიმდინარეობისას თურქმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი არ დაუშვებს ტერორისტული საფრთხის არსებობას 1 350 კილომეტრის მანძილზე სირიისა და ერაყის სასაზღვრო რაიონებში. ასევე მდ. ევფრატის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზე.

ილდირიმმა აშშ-ის მიერ ქურთების დახმარება გააკრიტიკა: სასაცილოა ღიად ეხმარებოდე შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ნატო-ს წევრი ქვეყნის საზღვრებს. ჩვენ ნატოს წევრები ვართ და მისი საზღვრები უნდა დავიცვათ, – აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.