თვითმმართველობის არჩევნები თურქეთში

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია „სამართლიანობა და განვითარება“ თვითმმართველობის არჩევნებს 30-ზე მეტ პროვინციაში აგებს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99 პროცენტი.

მმართველი პარტია კარგავს კონტროლს დედაქალაქ ანკარაზე. ამ დროის მონაცემებით, ერდოღანის თანაგუნდელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არჩევნებს სტამბოლში აგებს.

ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ იგებს იზმირში, ანტალიაში, ჰათაიშსა და ართვინში.

ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს. მათ შორის ვანში, დიარბაქირსა და ყარსში.

თურქეთში თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს გაიმართა. მას პრეზიდენტი ერდოღანის პოპულარობის ერთგვარ ტესტად განიხილავენ. საარჩევნო პროცესს აკვირდებიან ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებითაც, არჩევანის გაკეთების საშუალება მოქალაქეებს შიშის გარეშე, თავისუფალ გარემოში უნდა შეეძლოთ.