თურქეთის გენშტაბი: სირიაში 597 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა

ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შემდეგ სირიაში 597 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში თურქულმა ავიაციამ სირიაში ქურთების 44 ობიექტი გაანადგურა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ოპერაციის ფარგლებში ხშირად იყენებს სიტყვა „განეიტრალებას“, რაც მოწინააღმდეგეთა ლიკვიდაციას, ალყაში მოქცევას ან შეპყრობას აღნიშნავს.

თურქეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.