„ზეთისხილის რტოს“ 48-ე დღე - თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში გრძელდება

„ზეთისხილის რტოს“ 48-ე დღე, თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში გრძელდება. თურქეთის არმიამ, მოკავშირე სამხედრო ჯგუფებთან ერთად, ქურთული დაჯგუფებები შეავიწროვა და მთავარ სამიზნეზე შეტევისთვის ემზადება.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მაისში დასრულდება. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, თურქეთის მოკავშირე დაჯგუფება, „თავისუფალი სირიის არმია“ ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი წევრებითაა ფორმირებული.