თურქეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავი
თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის მიერ გამოცემული წიგნის „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია გამართა და კერძების დეგუსტაცია მოაწყო. კერძები შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ თავის გუნდთან ერთად მოამზადა.
წელს პირველად, 21-დან 27 მაისამდე ტარდება თურქული სამზარეულოს კვირეული, რომლის ფარგლებშიც, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა. ღონისძიებები საზოგადოებისთვის თურქული სამზარეულოს გაცნობას ითვალისწინებს.