პანდემიის მიუხედავად ტურიზმის სექტორში დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
2022 წლის იანვარში საქართველოს 177 ათას 72 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 424 %-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანამ თურქეთიდან მიიღო, შემდეგ მოდიან რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. მგზავრთა ნაკადის აღდგენა შეინიშნება აეროპორტებშიც. დადებითი დინამიკის პარალელურად, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ კამპანიები აქტიურდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში მოწვეული ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ ლოკაციებს ნახავენ და სტატიებს ისეთი გამოცემებისთვის მოამზადებენ, როგორიცაა „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ფორბსი“, „ინდეფენდენთი“ და სხვები.
მიზანი საქართველოთი კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებაა, – გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.