პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო ძველ პოზიციებს იბრუნებს.
ტურისტული ნაკადები ბოლო ერთ წელში მკვეთრად არის გაზრდილი, შემოსავლები სამი წლის წინანდელ მაჩვენებლებს აჭარბებს. საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ბათუმი, კახეთი და სვანეთი სარგებლობს. 2023 წელს სფეროს კიდევ უფრო მეტად დატვირთვას პროგნოზირებენ. წლის დასაწყისში ქვეყანა თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბაკურიანში დაგეგმილი ტურნირისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მომავალ წელს საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი იქნება.