მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს განაგრძობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმროების მომსახურე პერსონალს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების უნარ-ჩვევების“ თემატიკაზე სასწავლო კურსი ჩაუტარდა.
სწავლება თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, თელავში, ბორჯომში, სტეფანწმინდასა და ბათუმში გაიმართა. ჯამში, სხვადასხვა სასტუმროს 130 თანამშრომელი გადამზადდა.